აქცია პარლამენტთან

"ანტი-რუსული პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა" - პარლამენტთან გამართული აქცია უცხოურ მედიაში

The Guardian

უცხოურ მედიაში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განვითარებული მოვლენები აქტიურად შუქედებოდა.

"ეს დემონსტრაცია სპონტანურად შედგა, მას შემდეგ, რას ქართულმა ოპოზიციამ მოუწოდა ბევრი ქართველისათვის შეურაცხმყოფელი აქტის გაპროტესტებისაკენ - ენახათ ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტარი საკუთარ პარლამენტში." ვკითხულობთ BBC-ს სტატიაში.


ფოტო: BBC

CNN-ის ინფორმაციით რუსი პარლამენტარის ვიზიტის გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად კი რამდენიმე მომიტინგე დაშავდა.


ფოტო: CNN

"ანტი-რუსული პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა" - ასეთია Deutsche Welle-ს სათაური. მათ სტატიაში ვკითხულობთ, რომ პარლამენტის წინ 10,000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, მათ წინააღმდეგ კი რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

"პოლიციამ პარლამენტის წინ პარლამენტის სპიკერის გადადგომის მოთხოვნით გამოსულ ხალხს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები ესროლა. ათასობით ადამიანი შეგროვდა რუსეთის დელეგაციის ვიზიტის თაობაზე აღშფოთბის გამოსახატად ათწლეულზე მეტის გასვლის შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთთან ომში ტერიტორიის ორი დიდი ნაწილი დაკარგა."


ფოტო: DW

The Guardian წერს, რომ მას შემდეგ, რაც საქართელო პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენა, ათობით ადამიანი დაშავდა.


ფოტო: The Guardian
"რუსი პარლამენტარის ვიზიტით განრისხებულმა მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს." ასეთია Reuters-ის სათაური. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ პოლიცია არ გამოიყენებდა რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს.

"მომიტინგეების უმეტესობამ ტერიტორია დატოვა, მაგრამ ათობით მათგანი მიმდებარე ქუჩებში დარჩა, მაშინ, როდესაც პოლიცია მათ დაშლას ცრემლსადენი გაზის გამოყენებით განაგრძობდა." წერია სტატიაში.


ფოტო: Reuters

"მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის ტერიტორიიდან გაწიეს, პოლიციამ მათი თბილისი მთავარი ქუჩის გავლით დაშლა სცადა, მაგრამ დემონსტრანტბმა რამდენიმე საათის გაწიეს წინააღმდეგობა და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა." წერია AP-ს სტატიაში.


ფოტო: AP

France 24-ის სტატიაში კი აღნიშნულია, რომ მომიტინგეები პარლამენტის სპიკერის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვდნენ და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს პარლამენტის ეზოში შესასვლელად, თუმცა პოლიციამ მათ უკან დაახევინა და აქცია შუაღამემდე მშვიდობიანად გრძელდებოდა, შემდეგ კი პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.


ფოტო: France 24

კომენტარები