რუსი დეპუტატი თბილისში

რუსი დეპუტატი: საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს ოფიციალური ბოდიში უნდა მოუხადოს

Экономика сегодня

საქართველოს მთავრობამ თბილისში არეულობის გამო რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა თქვა. 

"საქართველომ რუსეთს ოფიციალური ბოდიში უნდა მოუხადოს რუსი პარლამენტარების მიმართ პროვოკაციისთვის. არეულობების პერიოდში საქართველოში ნებისმიერი საერთაშორისო ღონისძიბებისგან თავი უნდა შევიკავოთ", - ამბობს ჯაბაროვი

მისივე თქმით,ის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეადან საქართველოს გარიცხვის მომხრე არ არის.

"ჩვენ არ უნდა შევლახოთ ქართველი მართლმადიდებლების ინტერესები. პროვოკატორების ქმედებები საქართველოს მტრებს აძლევს ხელს", - აღნიშნა მან.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ფორუმი 19 ივნისს დაიწყო და 22 ივნისის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო. 

პირველივე დღეს სერგეი გავრილოვი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას უჭერდა მხარს, ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი, რამაც საქართველოში უკრაინის ელჩის პროტესტი გამოიწვია, რომელმაც სხდომა დატოვა. 

ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც, ასევე სიტყვით გამოვიდა პატრიარქი ილია II-ც. ფორუმზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. 

პროტოკოლის მიხედვით, მეორე დღეს, 20 ივნისს სხდომა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ფოტომ, როგორ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ევროპულმა საქართველომ, მოგვიანებით კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გავრილოვი აიძულეს, პარლამენტი დაეტოვებინა.

პარალელურად მოქალაქეთა ქცია გაიმართა პარლამენტის შენობასთანაც და იმ სასტუმროსთანაც, სადაც რუსი დეპუტატები იყვნენ მოთავსებულები. 

19:00 საათზე მასშტაბური აქცია დაიწყო პარლამენტთან, რომლის მთავარი მოთხოვნაც, პასუხისმგებელი პირების, ირაკლი კობახიძისა და ზაქარია ქუცნაშვილისთვის გადადგომა იყო. რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით არაერთხელ სცადეს, თუმცა მოქალაქეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს. მოგვიანებით კი, პოლიციამ წყლის ჭავლები გამოაგორა და აქცია საბოლოოდ დაშალა.

კომენტარები