მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა

ქუცნაშვილი: მზად ვარ, დავტოვო დეპუტატის მანდატი

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ მზად არის, დათმოს დეპუტატის მანდატი. 

ეს განცხადება მან რამდენჯერმე გააკეთა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განცხადება გაკეთდა. 

ქუცნაშვილმა თქვა:

"არ იქნება სწორი, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგეს და ამ პროცესში ჩართული ზაქარია ქუცნაშვილი დარჩეს თანამდებობაზე. 

მე თანამდებობა არ მაქვს, ამიტომ მზად ვარ, დავტოვო დეპუტატის თავისუფალი მანდატი."

მისივე თქმით, მართლმადიდებლობის საპარლამეტთაშორისო ასამბლეა საბერძნეთის წარმომადგენელს უნდა წაეყვანა, მაგრამ პარლამენტის სპიკერატში ერთი სკამის ნაცვლად მეორე სკამი გაჩნდა და აქ დაჯდა სერგეი გავრილოვიც

პარლამენტის თავმჯდომარემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გავრილოვს გუშინ, 19 ივნისს, პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს. 

ფორუმი 19 ივნისს დაიწყო და 22 ივნისის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო. პირველივე დღეს სერგეი გავრილოვი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას უჭერდა მხარს, ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი, რამაც საქართველოში უკრაინის ელჩის პროტესტი გამოიწვია, რომელმაც სხდომა დატოვა. 

ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც, ასევე სიტყვით გამოვიდა პატრიარქი ილია II-ც. ფორუმზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. 

პროტოკოლის მიხედვით, მეორე დღეს, 20 ივნისს სხდომა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ფოტომ, როგორ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ევროპულმა საქართველომ, მოგვიანებით კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გავრილოვი აიძულეს, პარლამენტი დაეტოვებინა.

პარალელურად მოქალაქეთა ქცია გაიმართა პარლამენტის შენობასთანაც და იმ სასტუმროსთანაც, სადაც რუსი დეპუტატები იყვნენ მოთავსებულები

19:00 საათზე მასშტაბური აქცია დაიწყო პარლამენტთან, რომლის მთავარი მოთხოვნაც, პასუხისმგებელი პირების, ირაკლი კობახიძისა და ზაქარია ქუცნაშვილისთვის გადადგომა იყო. რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით არაერთხელ სცადეს, თუმცა მოქალაქეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს. მოგვიანებით კი, პოლიციამ წყლის ჭავლები გამოაგორა და აქცია საბოლოოდ დაშალა. 

კომენტარები