თბილისის ქუჩები, რომლებსაც 22 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 22 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრავეიშვილის, ჩიტაძის, უკლებას, მთაწმინდის, მოსიძის, ბესიკის და ვილნიუსის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივერის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები