აქციის დარბევა

კაშია: განვიცდი თბილისში მიმდინარე მოვლენებს, რუსეთი ოკუპანტია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გუშინ რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს ინსტაგრამზე გამოეხმაურა. 

"განვიცდი თბილისში მიმდინარე მოვლენების გამო და ვინც რაიმე სახის დაზიანება მიიღო, მინდა, ყველას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. 

#რუსეთიოკუპანტია - მას ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტზე მეტი აქვს ოკუპირებული." - წერს კაშია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები, რომლებიც რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში მისვლას და სიტყვით გამოსვლა აპროტესტებდნენ, სპეციალური დანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაარბია. 

კომენტარები