პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ხმაურია. პოლიციამ ერთ-ერთი დემონსტრანტი დააკავა, რის შემდეგაც მონაწილეებმა პოლიციის მანქანა ალყაში მოაქციეს და გასვლის საშუალება არ მისცეს.
შედეგად, დაკავებული მოქალაქე პოლიციამ გამოუშვა. ინციდენტი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, იყო მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც.
დაპირისპირება ეროვნული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ინციდენტის შემდეგ, მოქალაქეებმა კვლავ პარლამენტთან გადაინაცვლეს.