ანტისაოკუპაციო აქცია

აქციის მონაწილთა და ორგანიზატორთა თქმით პროვოკატორები ტრიბუნაზე შეჭრას ცდილობენ

ფოტო აქციიდან - სირცხვილია

აქციის #სირცხვილია - ორგანიზატორთა თქმით, ორგანიზებულ პროვოკატორთა ჯგუფი ცდილობს ტრიბუნაზე შეჭრასა და პოლიტიკოსების გაყრას, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ აქციაზე არც ერთი პოლიტიკოსი არ გამოჩენილა.

აქცია 19:00-ზე დაიწყო და მისი მოთხოვნები უცვლელია: დაკავებულთა გათავისუფლება, გახარიას გადადგომა და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება.

ორგანიზატორები პოლიციას ტრიბუნიდან მოუწოდებენ პროვოკატორთა გაყვანას. სიტუაცია პერიოდულად იძაბება. 

კომენტარები