ანტისაოკუპაციო აქცია

კაპანაძე: ეს პროვოკატორი ქართული ოცნების ახალგაზრდულის თავმჯდომარეა რაჭაში

ელიზბარ კობახიძე

ევროპული საქართველოს დეპუტატი, სერგი კაპანაძე facebook-ზე წერს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პროვოკატორი ამოიცნო.

"ეს პროვოკატორი, რომელიც ვითომ როგორც სტუდენტი მოვარდა აქციაზე და "მოითხოვა" პოლიტიკოსების წასვლა, არის ელიზბარ კობახიძე, ოცნების ახალგაზრდულის თავმჯდომარე რაჭაში. ააიპ საფეხბურთო კლუბი "რაჭის" დირექტორი.


ძალიან მოძველებული და საბჭოთა მეთოდებით მოქმედებთ, ამხანაგო გახარია.

არ გაპატიებთ #გავრილოვისღამეს

წერტილი" - წერს კაპანაძე

კომენტარები