რუსეთ-საქართველო

აირზენა: რუს ტურისტებს ერევნის გავლით, ტრანზიტულ რეისებს შევთავაზებთ

flickr.com/photos/picturejohn64

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" რუს ტურისტებს ერევნის გავლით ჩამოიყვანს. 

"იმ შემთხვევაში თუ აკრძალვა 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" მგზავრებს შესთავაზებს თბილისი-ერევანი-მოსკოვი ტრანზიტულ ფრენებს. მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით, ტრანსფერის დრო იქნება დაახლოებით 1 საათი" - აცხადებს კომპანია.

რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია, რა პერიოდს მოიცავს ეს "დროებითი" ზომა. პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, მიიღონ ზომები საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების და მათი ბარგის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისთვის.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების გამო, დაიწყო კამპანია "დაისვენე საქართველოში". ასევე, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად, დააფინანსებს 10 ჩარტერულ რეისს უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით.

კომენტარები