ეთიოპია

ეთიოპიის ამჰარის რეგიონში გადატრიალების მცდელობისას გუბერნატორი და სამხედრო პირები მოკლეს

0 კომენტარი
ფოტო: BBC

ეთიოპიაში გადატრიალებისას არმიის მეთაური საკუთარმა მცველმა მოკლა. გენერალი და რამდენიმე ოფიცერი ეთიოპიის ჩრდილოეთით, ამჰარის რეგიონში ადმინისტრაციის წინააღმდეგ გადატრიალების შეჩერებას ცდილობდნენ.

მოკლულია რეგიონის გუბერნატორი და მისი მრჩეველიც.

ეთიოპიის მთავრობის თქმით მას შემდეგ, რაც დაკავებები განახორციელეს, რეგიონში სიტუაცია კონტროლის ქვეშაა.

გადატრიალების მცდელობაში რეგიონის უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელს ადანაშაულებენ. ერთი კვირის წინ მან ეთიოპიის ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფის, ამჰარას წარმომადგენლებს შეიარაღებისაკენ ღიად მოუწოდა.

აშშ და სხვა ქვეყნები ეთიოპიაში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებენ სახლების დატოვებისაგან თავი შეიკავონ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები