რობერტ სტურუა

აქცია-პერფორმანსი “სადილი რობიკოსთვის”: რუსთაველის თეატრის წინ სტურუას ბორშს უმზადებენ

მოქალაქეების ჯგუფი რუსთაველის თეატრის წინ გამართულ აქცია-პერფორმანსზე რეჟისორ რობერტ სტურუას ბორშსა და კოტლეტებს უმზადებს.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში რობერტ სტურუას “Кухня”-ს მოუწყობენ. მათი თქმით, ბორში უხორცოა, რაც “კულტურული დიეტის სიმბოლოა”.

“მობრძანდით და ერთად მოვუმზადოთ მაესტრო რობიკო სტურუას სადილი - კულტურული დიეტა, რომ მის მოსაქმებულს რაც შეიძლება ნაკლები სიმძაფრის სუნი აუვიდეს.” - წერია აქციის აღწერაში.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორი და რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღანელი რობერტ სტურუა გუშინ Facebook-ზე გამოეხმაურა. "ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის", - დაწერა სტურუამ.

სტურუას გუშინვე გამოეხმაურა მსახიობი ნინო კასრაძე:

"ბატონო რობერტ, გუშინ და გუშინწინ რუსთაველზე ახალგაზრდები იდგნენ, სტუდენტები, თინეიჯერები, ჩემი სალომეს და თქვენი ელენეს თანატოლები. ზუსტად ისინი, ვინც ხვალ ის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება უნდა დააკომპლექტოს, რომელზეც ყველა ვოცნებობთ." - წერდა მსახიობი.

კომენტარები