იგორ ლებედევი

რუსი დეპუტატი ანტისაოკუპაციო მაისურების ჩაცმისთვის ქართველი ფეხბურთელების დასჯას ითხოვს

რუსპა დეპუტატმა, იგორ ლებედევმა FIFA-ს ქართველი ფეხბურთელების დასჯა ანტისაოკუპაციო მაისურების ჩაცმის გამო მოთხოვა.

იგორ ლებედევმა ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა და თან მას ინფორმაცია დაურთო, სადაც ქართული საფეხბურთო გუნდების - ქუთაისის "ტორპედოს", თბილისის "ლოკომოტივის" და "რუსთავის" მიერ ანტისაოკუპაციო მაისურების ჩაცმის შესახებ წერია.

"ფეხბურთის საერთაშორისო ფედერეცია, ვალდებულია ირეაგიროს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ოფიციალური თამაშების დროს, ფეხბურთელების ქცევაზე საფეხბურთო მოედანზე", - წერს იგორ ლებედევი.

გუშინ, თბილისის "ლოკომოტივს", ქუთაისის "ტორპედოსა" და "რუსთავს" მატჩებამდე ანტისაოკუპაციო მაისურები ეცვათ.

კომენტარები