პარლამენტთან აქცია ხვალ 19:00-ზე განახლდება

ტაბულა

დემონსტრაცია - "სირცხვილია" - პარლამენტის შენობიდან კანცელარიამდე მსვლელობით მივიდა და დღეისთვის დაიშალა.

დემონსტრანტები შს მინისტრის გადადგომას, მომდევნო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, დაკავებულების გათავისუფლებას და იმ სპეცრაზმელების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც 20-21 აქციის დარბევისას ძალას გადაამეტეს.

მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტის შემდეგ, დღევანდელი აქცია დაიშალა. ხვალ 14:00-ზე აქციის მონაწილეების ნაწილი მანქანების ავტოკოლონით შსს-სთან მივა, ხოლო 19:00-ზე, დემონსტრაცია საქართველოს პარლამენტთან განახლდება.

კომენტარები