ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. ახლა კი, პარტიაში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას ესწრება ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პოლიტსაბჭოს წევრები, ასევე, დეპუტატები და მინისტრები.
შეგახსენებთ, რომ ოთხი დღეა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია "სირცხვილია" იმართება. თავდაპირველად დემონსტრანტები სერგეი გავრილოვის პარლამენტში მისვლის გამო პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა აქცია ძალადობრივად დაშალა, მოთხოვნები შეიცვალა. აქციის მონაწილეები ითხოვენ შს მინისტრის გადადგომას, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, 20-21 ივნისის აქციის მონაწილეების გათავისუფლებას და იმ პოლიციელების დასჯას, ვინც აქციის დარბევისას ძალას გადაამეტა.