მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის ცესკომ სააკაშვილის პარტიას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარი უთხრა

მიხეილ სააკაშვილი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 23 ივნისს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, უკრაინის საპარლამენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან ახალი ძალების მოძრაობა კანდიდატები დარღვევების გამო არ დაარეგისტრირეს.

ცესკოს განმარტებით, უკრაინაში რიგგარაშე არჩევნები 21 მაისის პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა. 8 მაისს კი პარტიის ახალი ძალების მოძრაობა სხდომის ჩატარება, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას შეეხებოდა, შეუძლებელი იყო.

"2019 წლის 21 ივლისს უკრაინის სახალხო დეპუტატთა რიგგარაშე არჩევნებში პარტიის მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ვერ მოხერხდებოდა 8 მაისის ახალი ძალების მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე", - ვკითხულობთ ცესკოს განცხადებაში.

განცხადებიდან ვიგებთ, რომ ცესკომ უარი განაცხადა როგორც ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში, ასევე ქვეყნის მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პარტიის ახალი ძალების მოძრაობა მიერ წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო სიაში შეყვანაზე.

კომისიისვე ცნობით, სააკაშვილის პარტიის რიგგარაშე ყრილობა, რომელიც 10 ივნისს მოიწვიეს და სადაც საარჩევნო სიის კანდიდატები დაამტკიცეს "ამ პარტიის წესდების დარღვევით ჩატარდა".

ცესკოს განცხადებით, ცესკოს გადაწყვეტილებას, პარტიის ახალი ძალების მოძრაობა 8 მაისის და 10 ივნისის ყრილობის პროტოკოლის ასლებს პოლიციას გაუგზავნიან გადასამოწმებლად და საჭიროების შემთხვვევაში, კანონით გათვალისწინებულ რეაგირების ზომებს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ბინადრობა 5 წლის ვადით აღიარა, რაც 21 ივლისს პარლამენტში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

კომენტარები