ივანიშვილი: უნდა დაისაჯოს მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები, ასევე, ვინც ძალას გადაამეტა

ტვ პირველი

ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის თქმით, უნდა დაისაჯონ ის ოპოზიციონერები, ვინც "მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა". ასევე, საგანგებო ბრიფინგზე ივანიშვილმა თქვა, რომ უნდა დაისაჯონ ისინიც, ვინც დარბევისას "ძალას გადაამეტა".

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ასევე, გაუქმდება საარჩევნო ბარიერი და 0%-იანი იქნება.

კომენტარები