როსპოტრებნადზორი

როსპოტრებნადზორმა "დაადგინა" რომ ქართული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხი გაუარესდა

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალური სააგენტოს (Роспотребнадзор) განცხადების მიხედვით აღმოაჩინეს, რომ უკანასკნელ წლებში ქართული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხი გაუარესდა.

სააგენტოში ამბობენ, რომ 2014-დან 2018-წლამდე პერიოდში 2.9-ჯერ გაიზარდა იმ ქართული ალკოჰოლური პროდუქციის რიცხვი, რომელიც მათ მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ამის გამო ისინი ქართულ პროდუქციაზე კონტროლის გამკაცრებას აპირებენ.

რუსული ფედერალური სამსახურების სტატისტიკის მიხედვით კი ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე 3-4 ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი განცხადება სააგენტომ გასულ წელსაც გააკეთა. როგორც მათ განაცხადეს უსაფრთხოების ანალიზმა გამოავლინა წარმოების ტექნოლოგიის დაირღვა და რომ არ არსებობს ამისი კონტროლის გზა როგორც მწარმოებლის, ისე საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, რის გამოც ხარისხის და უსაფრთხოების კონტროლის გაძლიერება დააანონსეს.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ექსპორტიორი ქვეყნის ათეულში კვლავ ლიდერობს, ექსპორტის წილი 12%-ს შეადგენს.

 

კომენტარები