TBC

მამუკა ხაზარაძე TBCBANK Group PLC-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს

TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ TBC ჯგუფის აქციონერებმა ლონდონში მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ხაზარაძე კვლავ აირჩიეს TBC-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო ბადრი ჯაფარიძე მის მოადგილედ.

"ლონდონში ახლახანს დამთავრდა TBCBANK Group PLC აქციონერთა კრება. აქციონერთა 97 პროცენტმა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავმჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავმჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას. თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპიდან." - წერს ხაზარაძე.

ხაზარაძე განცხადებაში მადლობას უხდის იმ პარტნიორებს, გუნდის წევრებს და გულშემატკივრებს:

"ამ ფაქტს ჩვენ აღვიქვამთ, აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან ჩვენდამი დიდი ნდობის გამოცხადებად და ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერად, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ ყველა ჩვენ პარტნიორს, გუნდის წევრს და ყველა იმ ადამიანს ვინც მუდმივად ნდობას და მხარდაჭერას გვიცხადებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში."

შეგახსენებთ, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ TBC-ის სამეთვალყურეო საბჭო 21 თებერვალს დატოვეს.

კომენტარები