აქცია პარლამენტთან

Konoba მსმენელს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს და მიმდინარე მოვლენებს ამცნობს

0 კომენტარი
ფოტო: George Tsopurashvili

ბელგიური დუეტი Konoba საქართველოში მიმდინარე მოვლენებს Instagram Story-ში გამოეხმაურა და თავის გულშემატკივრებს საქართველოში დასვენება ურჩია. 

"სამი დღის წინ ქართველმა ხალხმა რუსეთის მიერ თავიანთი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაზე რუსეთის გავლენის ზრდა გააპროტესტა. გახსოვდეთ, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება სურს."

მომღერლებმა ისიც თქვეს, რომ ეს ყველაფერი პუტინს არ ახარებდა და სწორედ ამიტომ აქციებს "ანტირუსულ პროვოკაციებს" უწოდებდა და საქართველოში ფრენები აკრძალა.

Konoba-ს წევრებმა გულშემატკივრებს უთხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკას დაარტყამდა, მათ კი მსმენელებს ქართველი ხალხის დახმარებისკენ და "მშვენიერ საქართველოში" დასვენებისკენ მოუწოდეს.

"ეს ლამაზი ქვეყანაა, რომელიც სავსეა შთამაგონებელი ხედებითა და ქალაქებით, საოცარი სამზარეულოთი და ღვინით. ასევე, გასაოცრად მიმღები და მეგობრული ხალხით, რომლებიც სტუმართმოყვარეობით ყველასთან ამაყობენ, ვინც თავიანთ ქვეყნას ესტუმრება, რუსებთანაც კი. თუ საქართველოში წასვლაზე ფიქრობთ, ჩემ პროფილზე არის ლინკი, რათა მეტი გაიგოთ მის შესახებ."

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები