LGBTQ უფლებები

ზურაბ დათუნაშვილი: LGBT სამკლაურს გავიკეთებდი

0 კომენტარი
ზურაბ დათუნაშვილი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ და ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულმა ზურაბ დათუნაშვილმა Crystalsport-ის გადაცემა "factor LIVE"-ში ისაუბრა.

მისი თქმით, ყველა ადამიანი თავისუფალია და აქვს უფლება აკეთოს ის, რაც უნდათ.

" რა აზრის ხართ 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის ჩატარებასა და აღლუმებზე?

 ადამიანი თავისუფალია. ვისაც რა უნდა ის უნდა აკეთოს კანონის ფარგლებში.

 LGBT თემის სამკლაურს თუ გაიკეთებდი?

 არ ვიცი, არ შემოუთავაზებიათ, კი გავიკეთებდი.

 საზოგადოების გაკიცხვის არ შეგეშინდებოდა?

 საზოგადოება ადამიანს ბევრ რამეში უხლის ხელს, რომ რაღაცები გამოხატოს. რასაც ფიქრობ, ის უნდა გააკეთო, ჩემი აზრით ასეა. მე ყოველთვის იმას ვაკეთებ, რასაც ვფიქრობ, რომ სწორია. თუ ვიცი, რომ საზოგადოების აზრი არასწორია, არ გავითვალისწინებ", - პასუხობს კითხვებს ზურაბ დათუნაშვილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები