აქციის დარბევისას ორი დაშავებული რეანიმაციაში რჩება

ტბელ აბუსერიძე

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 20-21 ივნისის აქციის დარბევის შედეგად დაშავებულთაგან სტაციონარულ მკურნალობას 19 პაციენტი განაგრძობს. მათგან 2 დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

აქციის ძალადობრივი დაშლისას 160 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. ასევე, კლინიკებში გადაიყვანეს 80 სამართალდამცველი.

კომენტარები