პატრიოტთა ალიანსი

"პატრიოტთა ალიანსი": რუსეთში წასვლას ვგეგმავდით მაგრამ, ჩაიშალა

გიორგი ლომია
ტაბულა

"პატრიოტთა ალიანსში" ამბობენ, რომ რუსეთში წასვლას აღარ გეგმავენ:

"ჩვენ არ ვგეგმავთ ჩასვლას მოსკოვში. იგეგმებოდა. ჩვენ მივიღეთ მოწვევა, მაგრამ საპარლამენტო საერთაშორისო ფორუმში კი არ უნდა მიგვეღო მონაწილეობა, იგეგმებოდა შეხვედრები როგორც აფხაზურ მხარესთან, ასევე ოსურ მხარესთანაც. მე ვაპირებდი იმ ხალხთან შეხვედრას. სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგი აუცილებელია, ამაზე ვთანხმდებით. მაგრამ, იმ ყველაფრის შემდეგ რაც საქართველოში მოხდა, ეს ყველაფერი ჩაიშალა." თქვა "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა გიორგი ლომიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსული კომუნისტური პარტიის ლიდერმა და რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა თქვა, რომ ივლისში რუსეთში დაგეგმილ განვითარების საერთაშორისო ფორუმზე "პარლამენტარიზმის განვითარება" ჩასვლას ქართველი დეპუტატებიც გეგმავდნენ, კერძოდ კი "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები.

მისივე თქმით რუსეთი მათ უსაფრთხოებას დაიცავს.

"მოცემულ სიტუაციაში ჩვენ სრულად დავიცავთ მონაწილეთა უსაფრთხოებას, მათ შორის ქართველებისას. ქართული დელეგაცია ჩამოსვლას გეგმავს. საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი." თქვა მან.

კომენტარები