საქართველოს პარლამენტი

"კეთილი ინებეთ და გადაწყვიტეთ, რას უპირებთ გახარიას" - კამათი ბიუროს სხდომაზე

მეორე არხი

პარლამენტის ბიუროს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიცია ითხოვდა, სხდომა მიმდინარე მოვლენების განხილვით დაწყებულიყო. ევროპულმა საქართველომ წარადგინა ორპუნქტიანი დადგენილება და მისი კენჭისყრა მოითხოვა. ოპოზიცია ითხოვს, დოკუმენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილონ.

"კეთილი ინებეთ და გადაწყვიტეთ, რას უპირებთ გახარიას. თუ ტოვებთ, მაშინ აიღეთ ეს პასუხისმგებლობა. გადაწყვიტეთ, ან ამას მხარს უჭერთ, ან არ უჭერთ" - მიმართა სერგი კაპანაძემ უმრავლესობას.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, დოკუმენტი ადრე უნდა დაერეგისტრირებინათ, რაზეც ოპოზიციამ შეახსენა, რომ ერთი კვირის წინ არ იცოდნენ, გავრილოვის პარლამენტში მიყვანას თუ აპირებდნენ.

ევროპული საქართველო დადგენილებით მოითხოვს, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას და 20-21 ივნისის აქციაზე უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. 

კომენტარები