სააპელაციო სასამართლომ აქციის დროს დაკავებული 5 პირი გაათავისუფლა

ტაბულა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაკავებული ხუთი პირი დარბაზიდან გაათავისუფლა. სააპელაციო სასამართლომ ზაზა ლომია, რატი ჭინჭარაული, მუსლიმ ქავთარაშვილი, ბაჩანა ბეჟიტაშვილი, ნიკოლოზ იმედაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღე-ღამით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რაც მათი დაკავების დღიდან აითვალა.

20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა) ედავებიან.

აქციის დაშლის ღამეს 305 ადამიანი დააკავეს. აქედან 121 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, გუშინ და დღეს სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე მათგანი გაათავისუფლა.

კომენტარები