საფესტივალო ტერიტორიის დარბევა ყაზბეგში

Mountain Set: მუსიკის, ცეკვის და ბედნიერების გაზიარების შეზღუდვის უფლებას არავის მივცემთ!

0 კომენტარი
ფოტო: Facebook/ Naja Orashvili

მუსიკალური ფესტივალის Mountain Set: Kazbegi-ს ორგანიზატორები ადგილობრივების მიერ ღონისძიებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის დარბევის შემდეგ განცხადებას ავრცელებენ. 

მათი თქმით, ფესტივალის ჩატარების ლოკაციას და დროს მოგვიანებით გაავრცელებენ. 

"ვიზიტორების და ზოგადად ფესტივალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კომპრომისზე წავედით ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივი პოლიციასთან და მერთან შეთანხმებით ფესტივალი სტეფანწმინდიდან გადავიტანეთ ბიდარაში, რაც დასახლებული პუნქტიდან არის დიდი მანძილით დაშორებული. თუმცა შედეგი მაინც არ გამოიღო და სამწუხარო ფაქტის წინაშე მაინც აღმოჩნდით...

გუშინ დილით ყაზბეგის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს. 
ვანდალური აქტის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დაშავებულია სტაფის რამდენიმე წევრი.

მიუხედავად იმისა რომ ზარალი ძალიან დიდია ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს. 
ფესტივალი არ გახლავთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მთლიანად ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელებულია ორგანიზატორების მიერ.

ფესტივალი, რომელიც ყველა კანონის დაცვით და ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებითაა ორგანიზებული არ შეიძლება ჩაიშალოს ადამიანების გარკვეული ჯგუფის პირადი, არაჯანსაღი და დამამცირებელი აზრის გამო.

სამწუხაროდ აქ არ ცნობენ, პატივს არ სცემენ, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუციებს. შესაბამისად, სამართლებრივ სახელმწიფოზე და კანონის უზენაესობაზე საუბარი ზედმეტია..
ვთვლით, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული მოქალაქის უფლებას.

დღეს საღამოს გამოვაცხადებთ ფესტივალის ახალ ლოკაციას და სრულ ინფორმაციას.

ჩვენ ყველას თქვენი თანადგომა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს!

არავის მივცეთ საშუალება მუსიკის მოსმენის, ცეკვის და ბედნიერების გაზიარების უფლება შეგვიზღუდონ!

#სოლიდარობა
#არაძალადობას "- წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ყაზბეგში ადგილობრივმა მოსახლეობამ Mountain Set: Kazbegi საფესტივალო ტერიტორია დაარბია. დამტვრეულია ინფრასტრუქტურა. 

შსს-ს ცნობით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობა) და 187-ე (ნივთის განადგურება ან დაზიანება) მუხლებით. მათივე თქმით, მიმდინარეობს პირთა გამოკითხვა და გამოძიებისთვის საჭირო სხვა ღონისძიებები. 

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ყაზბეგში Mountain Set 28-29-30 ივნისსაა დაგეგმილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები