Mountain Set:Kazbegi

როგორ გამოიყურება დარბევის შემდეგ Mountain Set:Kazbegi-ს ტერიტორია - ვიდეო

0 კომენტარი
ფოტო: Facebook/ Naja Orashvili

ყაზბეგში ადგილობრივმა მოსახლეობამ Mountain Set: Kazbegi საფესტივალო ტერიტორია დაარბია და დაამტვრია ინფრასტრუქტურა - ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ ღამით გავრცელდა.

Facebook-ზე ანანო ბაიდაურის მიერ გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს როგორ გამოიყურება დარბევის შემდეგ საფესტივალო ტერიტორია.

დღეს ფესტივალის ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც წერენ რომ მუსიკის, ცეკვის და ბედნიერების გაზიარების შეზღუდვის უფლებას არავის მისცემენ.

შსს-ს ცნობით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობა) და 187-ე (ნივთის განადგურება ან დაზიანება) მუხლებით. მათივე თქმით, მიმდინარეობს პირთა გამოკითხვა და გამოძიებისთვის საჭირო სხვა ღონისძიებები. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები