მხარდაჭერა უკრაინული კლუბისგან

ქართველი ფეხბურთელების პროტესტს უკრაინული კლუბი "ვორსკლაც" შეუერთდა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელებმა რუსეთის მხრიდან ოკუპაცია სპეციალური მაისურებით გააპროტესტეს. ქართველი ფეხბურთელების პროტესტს შეუერთდა უკრაინული საფეხბურთო კლუბი "ვორსკლაც".

უკრაინელმა მოთამაშეებმა გუნდური ფოტო გადაიღეს პლაკატით, რომელზეც ეწერა: "ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის" მიერ. ფოტოზე პლაკატი ხელში უჭირავს ქართველ მცველს - ანდრო გიორგაძეს..

კომენტარები