არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: პირუთვნელად, გონივრული გადაწყვეტილებებით ვაპირებ პარლამენტში საქმიანობას

პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კოლეგებს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

​თალაკვაძე ამბობს, რომ მისთვის დიდი პასუხიმგებლობა და პატივია გაუძღვეს პარლამენტის საქმიანობას. 

"საზოგადოებას ჩემს კოლეგებს ვაძლევ პირობას რომ ამ პოზიციაზე, პირუთვნელად, მაქსიმალური ძალისხმევით, გონივრული გადაწყვეტილებებით ვაპირებ საქმიანობას და ამაში მაქვს ჩემი კოლეგების მხარდაჭერის იმედი.პარლამენტი არის საკონსტიტუციო ინსტიტუტი რომელიც პასუხისმგებელია რეალურად ქვეყანაში კანონმდებლობის შემუშავებაზე, ზედამხედველობაზე აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მიმართ. ორივე მიმართულებით, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვან ამოცანებზე, პარლამენტი საზოგადოებას მაქსიმალურად მშვიდ და საქმიან პოლიტიკას შესთავაზებს. მე მაქსიმალურად ვეცდები რომ ასევე ის ოპოზიციური ძალები რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილნი და რჩებიან კონსტიტუციისა და კანონმდებლობის პატივისცემის ფარგლებში, ჩავრთოთ პროცესში და ამ ჩართულობით მივიღოთ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები",- ამბობს თალაკვაძე. 

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ დღეს აირჩიეს. 94 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი. ევროპულმა საქართველომ და ენმ-მ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს და კენჭისყრად არ ესწრებოდნენ

კომენტარები