საქართველოს პარლამენტი

კილაძე: პოლიციას უნდა აღეკვეთა გადატრიალება. ენმ-მა, დაკავშირებულმა ძალებმა შტურმი მიიტანეს

პარლამენტი

ქართული ოცნების წევრმა სოფო კილაძემ 25 ივნისს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლიცია ვალდებული იყო დანაშაული აღეკვეთა, რადგან ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.

ქართული ოცნების დეპუტატის მიხედვით, გადატრიალების მცდელობა და პარლამენტზე შტურმის მიტანა ენმ-მ და მასთან დაკავშირებულმა ძალებმა დაიწყეს.

"ამას მოჰყვა საზოგადოების გულწრფელი პროტესტი, ვგულისხმობ იმ ჩვენ ძალინ დიდ შეცდომას [გავრილოვის მოსვლას] და აბსოლუტურად მესმის, მაგრამ, როდესაც ეს პროტესტი გამოიყენა ნაციონალურმა მოძრაობამ და მასთან დაკავშირებულმა ძალებმა საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს არის მიუღებელი და როდესაც მათ, ასე ვთქვათ, დაიწყეს შტურმის მიტანა საქართველოს პარლამენტზე ეს იყო პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა," - ამბობს სოფო კილაძე.

კილაძემ ისიც თქვა, რომ ძალაუფლების გადამეტება და დაშავებული ადამიანები ნაციონალური მოძრაობის პასუხისმგებლობაა. 

"შემდეგ ვნახეთ რაც მოხდა, ვნახეთ ძალაუფლების გადამეტების შემთხვევები და ვნახეთ დაშავებული ადამიანები, მათ შორის, მძიმედ დაშავებულ ადამიანები. ეს ყველაფერი არის ნაციონალური მოძრაობის პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ ვამბობ ჩვენ დავუშვით ძალიან დიდი შეცდომა, სირცხვილი გავრილოვთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ეს მაშინვე გავაცნობიერეთ, მაშინვე გადავიხადეთ პოლიტიკური ფასი," - აღნიშნა ქართული ოცნების დეპუტატმა. 

კომენტარები