ტურიზმი

Galt & Taggart: რუსული აკრძალვები ქართული ტურიზმის ბაზრის დივერსიფიკაციას გამოიწვევს

0 კომენტარი
ბათუმი ღამით ფოტო: ირმა ლაღაძე / Flickr

საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი თავის ივნისის ეკონომიკურ მიმოხილვაში წერს, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ დაწესებული დროებითი აკრძალვები ფრენებზე საქართველოში ტურიზმის ბაზრის დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ბაზრის დივერსიფიკაციის გარდა, რუსეთიდან შემცირებული ტურისტული ნაკადების გამო, ქართული ტურიზმის ბაზარი შეეცდება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებით უფრო მაღალშემოსავლიანი ტურისტები მოიზიდოს.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, თუ საშუალო რუსი მოგზაური საქართველოში 1326 ლარს ხარჯავს, აღმოსავლეთ ევროპიდან ჩამოსული მოგზაურების შემთხვევაში იგივე მაჩვენებელი 1888 ლარს შეადგენს, დასავლეთ ევროპელების შემთხვევაში კი 2337 ლარს.

Galt & Taggart-ში ელიან, რომ 2019 წლის მეორე ნახევარში რუსეთიდან ტურისტების რიცხვი 47%-ით შემცირდება, როცა დანარჩენი ქვეყნებიდან 15%-ით გაიზრდება მათი რაოდენობა, რაც საკმარისი იქნება ზარალის ასანაზღაურებლად.

ჯამში, ქართული ტურიზმის სექტორი დაახლოებით 200 მილიონი ლარით იზარალებს. წლის დასაწყისში Galt & Taggart-ი ვარაუდობდა, რომ ტურიზმის შემოსავლები 2019 წელს 3.6 მილიარდი აშშ დოლარი იქნებოდა, ახლა კი საინვესტიციო ბანკის პროგნოზი 3.4 მილიარდამდე შემცირდა.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები