ანტისაოკუპაციო აქციები

“ნუ გვაბრმავებთ” - გიორგი ჩაკვეტაძე აქციებს გამოეხმაურა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა.

ჩაკვეტაძემ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე სურათი დადო და დააწერა - “ნუ გვაბრმავებთ!”.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს გამართული ანტისაოკუპაციო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლით დაარბია. დარბევისას ორმა მოქალაქემ რეზინის ტყვიების გამო თვალი დაკარგა, რამდენიმეს კი მხედველობა დაუზიანდა. 20 ივნისის შემდეგ, მოქალაქეები ყოველ დღე იკრიბებიან პარლამენტის წინ და მათი ერთ-ერთი სლოგანი სწორედ “ნუ გვაბრმავებთ” არის. აქცია, პარლამენტის წინ, ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

კომენტარები