Mountain Set

ფესტივალი Mountain Set, რომლის ტერიტორიაც ყაზბეგში დაარბიეს, სხვა ადგილას ჩატარდება

Facebook/ Naja Orashvili

ფესტივალი Mountain Set სხვა ლოკაციაზე ჩატარდება. ამის შესახებ ორგანიზატორების განცხადებაშია ნათქვამი.

"ყაზბეგის სამწუხარო ინციდენტის გამო ფესტივალისთვის შერჩეულია ახალი ლოკაცია - SPACEHALL KUSTBA. დიდ მადლობას ვუხდით მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ასევე, მადლობა გვინდა გადაგიხადოთ საზოგადოებას, რომ გაგებით მოეკიდეთ შექმნილ ვითარებას. ბილეთების გაყიდვა გრძელდება, უცვლელია ლაინაფი და ფესტივალის ჩატარების დრო. #ცეკვასვერდაგვიშლიან #არაძალადობას“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, რომ ყაზბეგში ადგილობრივმა მოსახლეობამ Mountain Set: Kazbegi საფესტივალო ტერიტორია დაარბია. დამტვრეულია ინფრასტრუქტურა. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობა) და 187-ე (ნივთის განადგურება ან დაზიანება) მუხლებით. მათივე თქმით, მიმდინარეობს პირთა გამოკითხვა და გამოძიებისთვის საჭირო სხვა ღონისძიებები. 

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Mountain Set 28-29-30 ივნისსაა დაგეგმილი.

კომენტარები