20 ივნისის აქცია

"გაუგზავნეთ SMS - წადი" - გიორგი მშვენიერაძემ შს მინისტრის ტელეფონის ნომერი აქციაზე გამოაცხადა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს GDI-ს თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ მიმართა. მან დემონსტრანტებს მოუწოდა, მობილური ტელეფონებიდან გიორგი გახარიასთვის გაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინება "წადი". შს მინისტრის ტელეფონის ნომერი გიორგი მშვენიერაძემ საჯაროდ გამოაცხადა,

"ახლა მაინც გაიგონებს ჩვენს ხმას", - თქვა GDI-ის თავმჯდომარემ.

შს მინისტრის გადადგომას რუსთაველის გამზირზე ექვსი დღეა, ითხოვენ.

კომენტარები