რეზინის ტყვიები

ესპანეთში რეზინის ტყვიით დაბრმავებულმა ქალმა კომპენსაციად 260 000 ევრო მიიღო

0 კომენტარი
ესტერ კინტანა

2012 წლის ნოემბრის გაფიცვებისას 40 წლის ესტერ კინტანა კატალონიაში დემონსტრაციაზე გამოდიოდა, როცა სამართალდამცველების ნასროლი რეზინის ტყვია მარცხენა თვალში მოხვდა და მხედველობა დაკარგა.

2015 წელს კატალონიის რეგიონულ მთავრობას დაევალა, რომ დაზარალებულისთვის სამედიცინო და იურიდიული ხარჯებისთვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანის მიყენებისთვის 260 931 ევრო გადაეხადა კომპენსაციის სახით.

2012 წლის 14 ნოემბერს რეზინის ტყვიების სროლის გამო ორი პოლიციელი სასამართლოს წინაშე წარსდგა.

კატალონიის პარლამენტმა 2014 წლის აპრილში რეზინის ტყვიების გამოყენება აკრძალა. 2010 წელს კატალონიაში სამართალდამცველების ნასროლმა ტყვიამ იტალიელ ნიკოლა ტანოსაც დააკარგინა თვალი. ტანომ კატალონიის მთავრობისგან 200 ათას ევროიანი კომპენსაცია მიიღო და სანაცვლოდ სასამართლო დავა შეწყვიტა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები