უბედური შემთხვევა

უბედური შემთხვევა მესტიაში - 12 წლის გოგოს იარაღი გაუვარდა, რასაც მამის სიცოცხლე ემსხვერპლა

flickr

მესტიაში 12 წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა, რასაც მამის სიცოცხლე ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, 12 წლის გოგონა სავარაუდოდ იარაღით თამაშობდა.

"კაცი მაგთიკომის საბაზო სადგურში მუშაობდა, იქ იყო შვილთან ერთად მისული. არ ვიცი, როგორ მოხვდა იქ გადაჭრილი თოფი, რომელიც ბავშვმა აიღო და შემთხვევით გაისროლა“, - უთხრა ინტერპრესნიუსს სოფელ იდლიანის რწმუნებულმა ბეჟან ჭკადუამ.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები