ნიკა მელიას საქმე

მარიამ ჯაში სხდომაზე იყო, თუმცა, მელიას საკითხზე კენჭისყრისას რეგისტრაცია არ გაიარა

ტაბულა

პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოსთხოვოს. 91 მომხრე, 0 წინააღმდეგი, 3-მა თავი შეიკავა - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. რეგისტრაცია სულ 94-მა დეპუტატმა გაიარა - კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და სხდომას არ დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების დეპუტატი მარიამ ჯაში სხდომას ესწრებოდა, თუმცა მან რეგისტრაცია არ გაიარა. ჯაში ამბობს, რომ თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან და ამით ორი ადამიანის თხოვნა შეასრულა.

"2008 წლის ომში დაღუპული გმირის დედა დამიკავშირდა და მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება ყველაზე დიდი საფუძველი ჰქონდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აგვისტოს ტრაგედიის შემდგომ, მაინც მისი თხოვნა იყო მიმტევებლობა. ასევე ჩემი ოჯახი, 15 წლის წინ 2004 წელს რეპრესიების ფონზე დავკარგე მეუღლე და ერთადერთი შვილის დაკარგვის შემდგომაც ჩემი მეუღლის დედის პოზიციაც არის, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება კონსოლიდაცია“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა რადიო თავისუფლების ცნობით.

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის მომხრეები:

  1. ირაკლი აბუსერიძე;
  2. რევაზ არველაძე;
  3. გია ბენაშვილი;
  4. ლევან ბეჟანიძე;
  5. ირაკლი ბერაია;
  6. ირაკლი (დაჩი) ბერაია;
  7. ანზორ ბოლქვაძე;
  8. გიგა ბუკია;
  9. ზაზა გაბუნია;
  10. გიორგი გაჩეჩილაძე;
  11. რუსლან გაჯიევი;
  12. ელგუჯა გოცირიძე;
  13. გოგა გულორდავა;
  14. ოთარ დანელია;
  15. მახირ დარზიევი;
  16. ისკო დასენი;
  17. გოჩა ენუქიძე;
  18. მუხრან ვახტანგაძე;
  19. გიორგი ვოლსკი;
  20. ვანო ზარდიაშვილი;
  21. აკაკი ზოიძე;
  22. ცოტნე ზურაბიანი;
  23. არჩილ თალაკვაძე;
  24. ედიშერ თოლორაია;
  25. გიორგი თოთლაძე;
  26. რატი იონათამიშვილი;
  27. გიორგი კახინია;
  28. პაატა კვიჟინიძე;
  29. შალვა კიკნაველიძე;
  30. სოფო კილაძე;
  31. კობა კობალაძე;
  32. ლევან კობიაშვილი;
  33. გელა სამხარაული;
  34. დიმიტრი სამხარაძე;
  35. ირაკლი სესიაშვილი;
  36. დავით სონღულაშვილი;
  37. ერეკლე ტრიპოლსკი;
  38. ნუკრი ქანთარია;
  39. მერაბ ქვარაია;
  40. მიხეილ ყაველაშვილი;
  41. ირაკლი შიოლაშვილი;
  42. გოდერძი ჩანქსელიანი;
  43. ოთარ ჩრდილელი;
  44. თამარ ჩუგოშვილი;
  45. დიმიტრი ცქიტიშვილი;
  46. ზვიად ძიძიგური;
  47. ნინო წილოსანი;
  48. ივლიანე წულაია;
  49. გივი ჭიჭინაძე;
  50. თეიმურაზ ჭკუასელი;
  51. შოთა ხაბარელი;
  52. არჩილ ხაბაძე;
  53. ფატი ხალვაში;
  54. გიორგი ხატიძე;
  55. ირაკლი ხახუბია;
  56. თენგიზ ხუბულური;
  57. თამარ ხულორდავა;
  58. დიმიტრი ხუნდაძე;
  59. ზაზა ხუციშვილი;
  60. ვიქტორ ჯაფარიძე;
  61. ირაკლი კოვზანაძე;
  62. კარლო კოპალიანი;
  63. გიორგი კოპაძე;
  64. სვეტლანა კუდბა;
  65. კახაბერ კუჭავა;
  66. კობა ლურსმანაშვილი;
  67. დავით მათიკაშვილი;
  68. იოსებ მაკრახიძე;
  69. სამველ მანუკიანი;
  70. გენადი მარგველაშვილი;
  71. გუგული მაღრაძე;
  72. ენძელა მაჭავარიანი;
  73. გურამ მაჭარიშვილი;
  74. სულხან მახათაძე;
  75. მამუკა მდინარაძე;
  76. ირაკლი მეზურნიშვილი;
  77. გოგი მეშველიანი;
  78. სავალან მირზოევი;
  79. გრიგოლ მიქელაძე;
  80. ენზელ მკოიანი;
  81. გიორგი მოსიძე;
  82. რომან მუჩიაშვილი;
  83. დიმიტრი მხეიძე;
  84. თამაზ ნავერიანი;
  85. კობა ნაკაიძე;
  86. ილია ნაკაშიძე;
  87. სიმონ ნოზაძე;
  88. ანრი ოხანაშვილი;
  89. ზაზა პაპუაშვილი;
  90. რუსლან პოღოსიანი;
  91. გია ჟორჟოლიანი.

რეგისტრაცია გაიარა და თავი შეიკავა:

  • ბექა ოდიშარია;
  • მირიან წიკლაური;
  • რომან კაკულია.

ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას პროკურატურამ ბრალი 20 ივნისის აქციის საქმეზე წარუდგინა. მას აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა, ხოლო ორი - აქამდე მართვით სუნთქვაზეა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი. ერთი კვირაა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

კომენტარები