პრემიერი პარლამენტში

უცნობია, მივა თუ არა მამუკა ბახტაძე პარლამენტში, სადაც ყოველწლიური ანგარიში უნდა წარადგინოს

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

უცნობია, მივა თუ არა მამუკა ბახტაძე პარლამენტში, სადაც ყოველწლიური ანგარიში უნდა წარადგინოს

ზოგიერთ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე არ მივა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც მან მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში უნდა წარადგინოს. 

ტაბულას მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მათ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ. 

ინტერპრესნიუსის ცნობით, არაოფიციალური ინფორმაციით ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

"მე მგონი, არ გვენატრება პრემიერი. ის ძალიან ხშირად სტუმრობს ამ შენობას და საკანონმდებლო ორგანოს. პრემიერი მოვა, მოვუსმენთ. არ მოვა და... მაინც მოვა. ვალდებულება აქვს და მაინც უნდა გააკეთოს ესა", - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი კარლო კოპალიანი.  

პარლამენტის რეგლამენტით, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა სავალდებულოა, რაც საგაზაფხულო სესიის ბოლო თვეს - ივნისში უნდა მოხდეს. პარლამენტის საგაზაფხულო სესია 28 ივნისს იხურება. ბიუროს გადაწყვეტილებით, პრემიერმინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა 27 ივნისის სესიაზე იყო დანიშნული.

პრემიერმა მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტს წერილობითი ფორმით ივნისის დასაწყისში გადაუგზავნა.

ანგარიში 212-გვერდიანია ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, უსაფრთხოებასა და თავდაცვას, ეკონომიკური პოლიტიკას, საპენსიო რეფორმას, ენერგეტიკას, გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობას და სხვა საკითხებს ეხება.

კომენტარები