თამაზ მეჭიაური და ზაქარია ქუცნაშვილი

მეჭიაური ქუცნაშვილზე: გულწრფელად ვიხდი ქედს მის წინაშე

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, თამაზ მეჭიაურის თქმით, "ზაქარია ქუცნაშვილმა მოახერხა ის, რომ საფუძველი ჩაუყარა ყველაზე დემოკრატიულ რეფორმებს". 

"გულწრფელად, ქედს ვიხრი მის წინაშე- რაც ვერ შეძლო პოლიტიკოსების ვერცერთმა თაობამ, თუნდაც უნებლიედ, მოახერხა მან, საფუძველი ჩაუყარა ყველაზე დემოკრატიულ რეფორმებს!", - დაწერა მეჭიაურმა ფეისბუქზე. 

ქუცნაშვილი და მეჭაური 2017 წელს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

ქუცნაშვილმა თქვა, რომ მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატი (2012-2016) თამაზ მეჭიაური პარტიაში იმიტომ მოხვდა, რომ მასთან ნათესაური კავშირი აქვს. თქმით, იმ დროისთვის მეჭიაური "სახლში იჯდა გალოთებული" და "კანდიდატობის ამბიცია ჰქონდა".

თავის მხრივ, მეჭიაური აპირებდა, ქუცნაშვილის პარლამენტიდან "გაპანღურების" საკითხი დაეყენებინა. ასევე, კოლეგას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა. 

კომენტარები