საქართველოს პარლამენტი

სავარაუდოდ, გიორგი გახარია ხვალ პარლამენტში არ მივა

გიორგი გახარია
პარლამენტი

სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხვალ პარლამენტში არ მივა. ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა თქვა.

"მაღალი ალბათობით, ხვალ ბატონი გიორგი გახარა არ მოვა. მაქსიმალური ინფორმაცია როცა ექნება გამოძიებასთან დაკავშირებით ბატონ გიორგი გახარიას, სწორედ მაშინ მოვა, რომ ყველა საინტერესო კითხვაზე (ბევრი კითხვა იქნება ძალიან) მას შეეძლოს პასუხის გაცემა" - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი.

აღსანიშნავია, რომ გიორგი გახარიამ თავად ითხოვა, 20 ივნისის აქციის საქმეზე მისთვის პარლამენტს მოესმინა. პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დეპუტატებს შესთავაზა, შს მინისტრი სესიაზე 28 ივნისს მისულიყო.

პარლამენტში დღეს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძეც არ გამოცხადდა. მისი აზრით, "ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, საუბარი სამთავრობო პროგრამაზე იქნებოდა შეუსაბამო საზოგადოებრივ ინტერესებთან".

კვირაზე მეტია, პარლამენტის წინ 20 ივნისის აქციის დარბევის გამო, შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები