ამინდის პროგნოზი

წვიმა ელჭექით, სეტყვა, ქარი და ზღვაზე ღელვა - როგორი ამინდი იქნება 2 ივლისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 ივნისს, დღის ბოლოდან, 2 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"29 ივნისს - 1 ივლისს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს" - აცხადებს გარემოს სააგენტო.

კომენტარები