რეკლამა

® კრიპტოვალუტა EOS, შემცირებული სფრედი - MyCoins.ge-ს სიახლეების არასრული ჩამონათვალი

კრიპტოვალუტა EOS, შემცირებული სფრედი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ სიახლეებისა, რასაც MyCoins.ge თავის მომხმარებლებს სთავაზობს.

"კრიპტო ზაფხული“ მოვიდა და ბიტკოინი ახალ რეკორდებს ამყარებს. ალბათ ყველას გახსოვთ 2017 წლის კრიპტობუმი და აჟიოტაჟი, ხოდა თუ გავიხსენებთ ვნახავთ, რომ ბიტკოინის ფასი 10,000 დოლარიდან 20 დღეში 20,000 დოლარამდე ავიდა.

ბიტკოინმა კიდევ ერთხელ მიაღწია 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს, 26 ივნისს CoinmarketCap-ის მონაცემებით ბოლო 7 დღეში მისი ფასი 30%-ით გაიზარდა და 13,796  დოლარი გახდა.

ბიტკოინის ფასი სწრაფი ტემპებით იზრდება, საკითხავია შეძლებს თუ არა წამყვანი კრიპტოვალუტა ფასის ამ დონის შენარჩუნებას?

მოდით, გადავხედოთ 2019 წლის მიმდინარე მოვლენებს:

გათვითცნობიერებული ინვესტიციები

2017 წლის კრიპტობუმი ძირითადად გამოწვეული იყო საზოგადოების დაბალი ცნობიერებით ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების მიმართ. მყიდველები მცირეოდენი ინფორმაციის საფუძველზე ანხორციელებდნენ მსხვილ ინვესტიციებს კრიპტოვალუტაში.

ამჯერად ფასის ზრდა ბევრად მყარია, რაც დაკავშირებულია მომხმარებლების გააზრებულ კრიპტოაქტივობებთან.

ტრანზაქციების გაზრდილი რიცხვი

2019 წლისათვის მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ბიტკოინის ტრანზაქციები ბლოკჩეინზე, რომელიც წამში 3.5 ტრანზაქციას აღემატება.

მსხვილი ინვესტორები

აღსანიშნავია ისიც, რომ ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებს მხარდაჭერა გამოუცხადა ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორებიც არიან Facebook, Apple და JPMorgan Chase & Co.

ბიტკოინის ფასის მატებასთან ერთად სხვა კრიპტოალუტების ფასიც კვალდაკვალ ზემოთ მიიწევს. შესაბამისად კვლავ იზრდება დაინტერესება კრიპტოვალუტების მიმართ. MyCoins.ge კი მომხმარებლების მოთხოვნებს და დაინტერესებას სასიამოვნო სიახლეებით პასუხობს.

სიახლეები MyCoins.ge-ზე

MyCoins პირველი ქართული მსხვილი კრიპტოპლატფორმაა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ 7 ვალუტაში ისარგებლონ სხვადასხვა კრიპტოსერვისებით, როგორიცაა: ყიდვა, გაყიდვა, გაგზავნა, მიღება, შენახვა, ავტომატური ყიდვა/გაყიდვის ფუნქციონალი, ასევე მარტივად შეუძლიათ შეავსონ ან გაანაღდონ ანგარიშზე არსებული თანხა (საბანკო ანგარიში, Visa/Mastercard ბარათი).

MyCoins-ის მომხმარებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, შესაბამისად, MyCoins-ის გუნდიც ახალ სერვისებსა და გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს მათ. 

MyCoins.ge-ს ახალი კრიპტოვალუტა - EOS (ეოსი) დაემატა

MyCoins.ge-ს კიდევ ერთი საინტერესო და პოპულარული კრიპტოვალუტა EOS-ი დაემატა, რაც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას იყიდონ, გაყიდონ, გააგზავნონ, მიიღონ, შეინახონ კრიპტოვალუტა ეოსი თავიანთ MyCoins ანგარიშზე.

მცირედი ინფორმაცია EOS-ის შეხებ:

EOS არის სრულიად დეცენტრალიზირებული, დაფუძნებულია ბლოქჩეინზე და გამოიყენება დეცენტრალიზირებული აპლიკაციების მხარდასაჭერად. 

EOS-ის ღირებულება 27 ივნისის მდგომარეობით $6.30-ია, ხოლო ისტორიული მაქსიმუმი $21 იყო. ის ამ ეტაპზე „coinmarketcap“-ის მიხედვით მე-6-ე ადგილზეა და ბაზრის კაპიტალიზაცია შეადგენს $5,862,443,945-ს, მოცულობა $4,850,445,427-ია ხოლო სულ გამოშვებულია 920,833,843EOS.

ეოსი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი კრიპტოვალუტა

შეგახსენებთ, რომ EOS-ის გარდა MyCoins.ge-ზე შეგიძლიათ ისარგებლოთ კიდევ 6 კრიპტოვალუტით, ესენია: ბიტკოინი (Bitcoin), ბიტკოინ ქეში (Bitcoin), რიპლი (Ripple), ლაითქოინი (Litecoin), ეთერიუმი (Ethereum) და დეში (Dash). 

MyCoins-ზე სფრედი შემცირდა (ყიდვა-გაყიდვას შორის სხვაობა)

კრიპტოვალუტებით ვაჭრობა ბევრად მომგებიანი გახდა, MyCoins-ზე უკვე გაუმჯობესებული სფრედით (ყიდვა-გაყიდვას შორის სხვაობა) შეგიძლიათ ისარგებლოთ. 

გსურს გქონდეს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტები?

იყიდე, გაყიდე, მიიღე, გააგზავნე და შეინახე EOS, Bitcoin, Bitcoin Cash, Ripple, Dash, Etherum, Litecoin, გაამრავალფეროვნე შენი MyCoins ანგარიში. თუ შენ ჯერ კიდევ არ გაქვს MyCoins ანგარიში, გაიარე რეგისტრაცია და ისარგებლე სხვადასხვა კომფორტული კრიპტოსერვისით.

კომენტარები