გახარია პარლამენტში

შს მინისტრი გიორგი გახარია დღეს პარლამენტში არ მივა

შს მინისტრი გიორგი გახარია დღეს პარლამენტში არ მივა. ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია შსს-შიც დაუდასტურეს. "ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით მინისტრი პარლამენტში არ მიდის,"- თქვეს შსს-ში.

გახარიამ ამის შესახებ გუშინ ტელეწამყვანებთან შეხვედრის დროსაც ისაუბრა, "იმის მიუხედავად, რომ ვერ მოხერხდა პარლამენტის ტრიბუნიდან საუბარი, რასაც ვგეგმავდით ხვალისთვის, იმედი მაქვს, რომ თქვენ, როგორც ჩვენი სამოქალაქო სექტორის, ჩვენი მოქალაქეების მოსაზრებები, კითხვების, მათი განწყობების ობიექტური გადმომცემები იქნებით," - უთხრა მან ჟურნალისტებს. 

აღსანიშნავია, რომ გიორგი გახარიამ თავად ითხოვა, 20 ივნისის აქციის საქმეზე მისთვის პარლამენტს მოესმინა. პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დეპუტატებს შესთავაზა, შს მინისტრი სესიაზე 28 ივნისს მისულიყო.

პარლამენტში დღეს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძეც არ გამოცხადდა. მისი აზრით, "ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, საუბარი სამთავრობო პროგრამაზე იქნებოდა შეუსაბამო საზოგადოებრივ ინტერესებთან".

კვირაზე მეტია, პარლამენტის წინ 20 ივნისის აქციის დარბევის გამო, შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები