ჩოგბურთი

უიმბლდონზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ინგლისელი იქნება

ნიკოლოზ ბასილაშვილი
Facebook

უიმბლდონის 2019 წლის გათამაშება 1 ივლისს დაიწყება და 14 დღე გაგრძელდება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მე-18 ნომრადაა განთესილი.

ბასილაშვილი პირველ მატჩს ინგლისელი ჯეიმს ვორდის წინააღმდეგ გამართავს. ბასილაშვილისა და ვორდის მონაწილეობით ეს შეხვედრა პირველი იქნება. ამჟამად, 32 წლის ვორდი მსოფლიო რეიტინგში 205-ე ადგილზეა. 

ცნობისათვის, ტურნირის მოქმედი გამარჯვებული სერბი ნოვაჯ ჯოკოვიჩია.

კომენტარები