მშპ

მაისში ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 4.7%-ით გაიზარდა.

პირველი ხუთი თვის საშუალო ზრდა 4.9%-ია, ანალოგიურია მშპ-ს პირველი კვარტლის ზრდის მაჩვენებელიც.

საქსტატის ინფორმაციით, მაისში გაიზარდა უძრავი ქონებით ოპერაციებისა და სხვა მომსახურების გაწევის დარგი, ვაჭრობა, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი.

დამამუშავებელ მრეწველობასა და მშენებლობის სექტორებში კლება შეინიშნებოდა.

 

კომენტარები