გენუა

გენუაში გასულ წელს ჩანგრეული საავტომობილო ხიდი ააფეთქეს [Video]

იტალიის ქალაქ გენუაში გასულ წელს ჩანგრეული საავტომობილო ხიდის დარჩენილი ნაწილი ააფეთქეს.

ხიდი გასული წლის 14 აგვისტოს ძლიერი წვიმის შემდეგ ჩაინგრა, ათობით ავტომანქანა 45 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ხიდის ჩანგრევას 40-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხიდის ჩანგრევა კონტრუქციის გაუმართაობამ გამოიწვია.

 

კომენტარები