ფილიპინები

დუტერტე ოპოზიციას: მე მომიწყობთ იმპიჩმენტს? ყველას დავაპატიმრებ, ცადეთ, ბ***შვილებო

როდრიგო დუტერტე
Reuters

ფილიპინების პრეზიდენტა როდრიგო დუტერტემ ოპოზიციას მიმართა და თქვა, რომ თუ მისთვის იმპიჩმენტის მოწყობას დააპირებენ მათ დააპატიმრებს:

"მე? მე მომიწყობთ იმპიჩმენტს? ყველას დავაპატიმრებ. ცადეთ და მე გავაკეთებ ამას. ბ***შვილებო. გიწვევთ, გააკეთეთ ეს. გინდათ მაიძულოთ ეს გავაკეთო? ბ***შვილებო, მიდით, სცადეთ." თქვა მან.

დუტერტეს მიმართ კრიტიკა მას შემდეგ გამწვავდა, რაც მედიამ და ოპოზიციამ ის ჩინური ხომალდის მიერ 9 ივნისს მანილას ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ფილიპინური სათევზაო ნავის ჩაძირვის შემდეგ ჩინეთის მხარის დაჭერაში დაადანაშაულა. დუტერტემ ჩინეთის პოზიცია გაიზიარა, რომ შეჯახება შემთხვევით მოხდა და ჩინურ ხომლადს ფილიპინური განზრახ არ ჩაუძირავს. მან ასევე თქვა, რომ ჩინეთთან მეგობრობის გამო მანილას ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩინურ სათევაზო ნავებს დაუშვებს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დუტერტე ოპოზიციას მუქარის ენით და უცენზურო ლექსიკით მიმართავს. ოპოზიციონერების დაჭერის თაობაზე დუტერტეს განცხადებაზე მოგვიანებით კომენტარი გააკეთა მისმა სპიკერმა:

"მას უბრალოდ არ ესმის, რატომ ეწინააღმდეგება ხალხი მის პოლიტიკას." თქვა მან.

კომენტარები