ქართული ოცნება

ჯაში: უმრავლესობის დატოვების ან სხვა საკადრო ცვლილების საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში

pia.ge

"ჩვენ გვქონდა მსჯელობა იმ საფუძვლებზე, რომელიც ედო საფუძვლად გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება უმრავლესობის დატოვებას ან რამე სხვა საკადრო ცვლილებას, ეს საკითხი საერთოდ არ დამდგარა დღევანდელ დღის წესრიგში," - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა მარიამ ჯაშმა უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მისივე თქმით, სხდომაზე ძირითადი აქცენტი მიმდინარე მოვლენების განხილვას დაეთმო.

"პრაქტიკულად, ჩემთვის რა მოლოდინიც მქონდა ჩემი კოლეგებისგან, ის გამართლდა. ჩვენ გვქონდა მსჯელობა იმ საფუძვლებზე, რომელიც ედო საფუძვლად გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება უმრავლესობის დატოვებას ან რამე სხვა საკადრო ცვლილებას, ეს საკითხი საერთოდ არ დამდგარა დღევანდელ დღის წესრიგში, უბრალოდ საინტერესო იყო იმ აზრთა გაცვლა, რომელმაც განსხვავებული აზრის მხარდაჭერა გამოიწვია. შესაბამისად, ჩვენ ძირითადი აქცენტი დავუთმეთ არა განსხვავებული აზრის განხილვას, არამედ მიმდინარე მოვლენებს. ჩემი მხრიდან აბსოლუტურად არ ყოფილა საჭირო დამატებითი არგუმენტების მიწოდება. იყო მსჯელობა ზოგადად განვითარებულ პროცესზე. საკმაოდ ზედაპირულად და მოკლედ მოხდა ამ საკითხზე მსჯელობა." - ამბობს მარიამ ჯაში.

კომენტარები