რუსეთი

მთავრობამ პინგვინის, ზებრის, ზვიგენის და ზოგიერთი სხვა ცხოველის სახლში ყოლა აკრძალა

რუსეთში ხელისუფლებამ იმ ცხოველების სია დაამტკიცა, რომლის სახლის პირობებში ყოლაც აკრძალულია. სიაში შედიან ცხოველები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ პატრონებისთვის და რომელთა „ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო მნიშვნელოვნად განსხვავდება“ სახლის პირობებისგან.

მათ შორის არიან: პინგვინები, კობრა, ნიანგი, ზოგიერთი კუ, მორიელი, ტარანტული, ლომები, ვეფხვები, ლეოპარდი და მგელი, ანტილოპა, ცხენისებრი ცხოველები (გარდა შინაური ცხენისა და ვირისა), პრიმატის მრავალი სახეობა, არწივი, შევარდენი, ზვიგენი და ზოგიერთი თევზი, მარჯნის პოლიპები და სხვა.

თუ სიაში შემავალი ცხოველი მეპატრონეს 2020 წლის 1 იანვრამდე შეიძინა, მისი სიკვდილამდე დატოვება შეუძლია.

აკრძალვა არ ვრცელდება ზოოპარკებზე, ცირკზე, დელფინარიუმზე და სხვა მსგავს ორგანიზაციებზე.

კომენტარები