ვლადიმირ პუტინი

პუტინი ელტონ ჯონზე: გენიალური მუსიკოსია, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ცდება

LIFE.RU

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ელტონ ჯონის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მუსიკოსი თავის შეფასებებში ცდება და რუსეთში ლგბტ თემს პრობლემები არ აქვს. 

" მე მას დიდ პატივს ვცემ, ის გენიალური მუსიკოსია. სინამდვილეში ჩვენთან ჩამოდის და სიამოვნებით ვუსმენთ მას. მგონია რომ ის ცდება. ჩვენთან ლგბტ თემთან დამოკიდებულება ძალიან თანაბარი, მშვიდი და სრულად მიუკერძოებელია",- ამბობს პუტინი. 

დღეს, ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა Instagram-ზე დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს "მტკიცედ" არ ეთანხმება, რომელმაც თქვა, რომ "ლიბერალური იდეა მოძველდა და ის კონფლიქტშია მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებთან". 

"თვალთმაქცობაა, როდესაც ამბობთ რომ გსურთ ლგბტ პირების ბედნიერება",- დაწერა მუსიკოსმა. 

კომენტარები