აშშ-ჩრდილოეთ კორეა

დემილიტარიზებულ ზონაში შეხვედრისას ტრამპმა კიმი თეთრ სახლში მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ნეიტრალურ ტერიტორიას სტუმრობს. აქ ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. ტრამპი დემილიტარიზებულ ზონაში სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, მუნ ჯე ინთან ერთად.

უპრეცედენტო შეხვედრა დემილიტარიზებულ ზონაში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ კიმს ეს სპონტანურად შესთავაზა.

მათ ერთმანეთს "ხელი ჩამოართვეს მშვიდობისთვის". 

ასევე, დონალდ ტრამპმა კიმი ვაშინტონში, თეთრ სახლშიც მიიწვია. 

"მე მას ახლა თეთრ სახლში ვიწვევ. ძალიან ბევრი პოზიტიური რამ ხდება. მართლაც პოზიტიური. ურთიერთობა, რომელიც ჩვენ შორის დამყარდა, ბევრი ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი", - თქვა ტრამპმა კიმთან ხელის ჩამორთმევამდე. ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადებისთვის არ უპასუხია. 

საზოგადოებას შეხვედრისგან შეჩერებული ბირთვული მოლაპარაკებების განახლების იმედს გამოთქვამს. 

ეს ტრამპს და კიმ ჩენ ინს შორის დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მესამე შეხვედრაა, ხოლო პირველი მას შემდეგ, რაც თებერვალში ვიეტნამის სამიტი ჩაიშალა.

კომენტარები